ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი ორთაბრძოლაში გამოიწვია - ამ ფაქტს კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა
კანადელი პოპის სუპერვარსკვლავს ჯასტინ ბიბერს როგორც ჩანს ახალი გატაცება აქვს. მან ოქტაგონზე, MMA-ის წესებით საბრძოლველად მსახიობი ტომ კრუზი გამოიწვია. გაუგებარია თუ რა პრინციპით შეარჩია მან ამერიკელი მსახიობი, თუმცა როგორც ირკვევა, ბიბერი ბრძოლაზე სერიოზულად ფიქრობს.

კანადელმა მომღერალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: ,,მსურს გამოვიწვიო ტომ კრუზი ოქტაგონზე MMA-ის წესებით საბრძოლველად. ტომ, თუ შენ ამ ბრძოლის შეგეშინდება და უარს იტყვი, ამაზე ფიქრი მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს. ვინ იქნება ბრძოლის ორგანიზატორი? დანა (უაით) იქნებ შენ?''

აღნიშნული გამოწვევისთვის მსახიობს ჯერ-ჯერობით არ უპასუხია, თუმცა ამ ფაქტს ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა: ,,თუ ტომ კრუზს კაცობა ეყოფა და ბრძოლაში მონაწილეობას დათანხმდება, ბრძოლის ორგანიზებას McGregor Sports and Entertainment გაუკეთებს. ეყოფა ტომ კრუზს ვაჟკაცობა ისე იბრძოლოს, როგორც ამას ფილმებში აკეთებს? ამას სულ მალე გავარკვევთ.''

Print
ბოლო სიახლეები