ადელი ქმარს გაშორდა
ბრიტანელი მომღერალი ადელი ქმარს, სიმონ კონეცკის გაშორდა. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ მომღერლის წარმომადგენელმა დაადასტურა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშორების მიუხედავად „წყვილმა ვალდებულება აიღო ერთად სიყვარულით გაზარდონ მათი შვილი“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წყვილს ურჩევნია კონფიდენციალურობა შეინარჩუნოს და ამ თემაზე კომენტარები აღარ გაკეთდება.

ადელის შვილი, ანჯელო 2012 წელს დაიბადა. 30 წლის მომღერალი კონეცკის ცოლად 2016 წელს, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ გაყვა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს. ქმარი ადელმა პირველად საჯაროდ 2017 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე ახსენა, როცა მას მადლობა გადაუხადა.

ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი მომღერლის სადებიუტო ალბომი 2008 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მან არაერთი ჯილდო მიიღო, წლების მანძილზე იყო ჩარტების ლიდერი 30 ქვეყანაში, მათ შორის აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში.

მარტში ადელს პაპარაცებმა ფოტო გადაუღეს ნიუ იორკში ხმის ჩამწერ სტუდიაში შესვლისას, რის შემდეგაც გაჩნდა ჭორები, რომ ის ახალ კომპოზიციაზე მუშაობს.
Print
ბოლო სიახლეები