"ხმამაღლა შემიძლია ვთქვა"-აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს
ცოტა ხნის წინ მომღერალმა თიკა ჯამბურიას სკანდალურ განცხადებას თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.მომღერალმა "რუსთავი 2-ის"  გადაცემა "ფარულ კონცერტში“ განაცხადა, რომ მის  შეყვარებულს  ია ტომაშთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ჯამბურიას თქმით, თავისი ახლო მეგობარი იყო.

ია ტომაშმა ჟურნალ "თბილისელებთან“ თიკას ინტერვიუსა და სკანდალურ ბრალდებებზე ისაუბრა.

" დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან რამის მტკიცებას თუ დაიწყებ, მერე შენც სულელი გამოხვალ. ამიტომ, ამ ინტერვიუთი პირველად და უკანასკნელად დავაკმაყოფილებ ჩემი გულშემატკივრების ინტერესს.რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები. თუ მას ჰგონია, ურთიერთობა რომელიც ჩვენ გვქონდა, ახლო მეგობრობას ნიშნავს, გადაეცით, რომ ადამიანებზე არასწორი წარმოდგენა აქვს - ზედმეტად კარგი ან გაბუქებულად ცუდი და ეს არის იმ პირადული თუ კარიერული პრობლემების სათავე, რომელზეც ის მთელი გადაცემის მანძილზე საუბრობდა.

ზუკას ამბავს რაც შეეხება?- არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა, ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე და მას მერე ურთიერთობა არ გვქონია."-აცხადებს ია ტომაში.
Print
ბოლო სიახლეები