ანჯელინა ჯოლიმ კანარის კუნძულებზე შვილებს საჩუქრები უყიდა
რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად კანარის კუნძულებზე, კონკრეტულად კი კუნძულ ფუერტევენტურაზე ჩაფრინდა. ესპანურ კურორტს მსახიობი არა დასასვენებლად, არამედ სამუშაოდ ეწვია. ამ კუნძულზე მიმდინარეობს ახალი სუპერჰეროიკული ფილმის, “მარადიულების„ გადაღებები.

გადაღებებისგან თავისუფალ დროს მსახიობი შვილებთან ერთად ატარებს. ამ დღეებში პაპარაცებმა ის საბავშვო მაღაზიიდან გამოსვლისას გადაიღეს. ერთ ხელში ჯოლის ნაყიდი ნივთებით სავსე პაკეტი ეჭირა, მეორეში კი დიდი პლიუშის მარტორქა.
ფილმის პრემიერა, რომლის გადაღებები ამჟამად ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით მიმდინარეობს, 2020 წლის ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. მსახიობი სუპერქელის როლს თამაშობს, მასთან ერთად კი ფილმში მონაწილეობენ სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მედენი, კიტ ჰარინგტონი და სხვები.

Print
ბოლო სიახლეები