მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ აშშ დოლარს  გამოყოფს.

დახმარების მიზანია  ქვეყნებს კორონა  ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს მიენიჭება. ასევე პრიორიტეტულია ქვეყნები, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებია. 

ფინანსური პაკეტი დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას მოიცავს.