„დემოკრატები“ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ წარმომადგენლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვედა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ აქ მთავარი მიზანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმის გარკვევა, ძირს უთხრიდა თუ არა პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ლიდერებთან, კერძოდ პუტინთან საუბრისას, ჩვენს უსაფრთხოებას და ფიქრობდა თუ არა პირადი სარგებლის ნახვას თავისი კომპანიისთვის“, - განაცხადა შიფმა.
Print
ბოლო სიახლეები