მეგან მარკლმა 4 თვის შვილს პირველი მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა

38 წლის მეგან მარკლის და 34 წლის პრინცი ჰარის 4 თვის ვაჟმა, არჩიმ უკვე მოასწრო საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა. თანხა მისი სახელით დედამ გაიღო. სასექსის ჰერცოგის მეუღლემ არჩი ჰარისონის სახელით 5 ათასი ფუნტი გადარიცხა ორგანიზაციის Love the Oceans ანგარიშზე. ორგანიზაცია მოზამბიკში საქმიანობს. ეს თანხა აუზის მშენებლობას მოხმარდება, რომელშიც ცურვის შესწავლა უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მოზამბიკში მდებარეობს გრიჯატის ყურე, რომელშიც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იხრჩობა იმის გამო, რომ ცურვა არ იცის. საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ ტრაგედიებთან ბრძოლას აპირებს.

სამეფო ოჯახის მიმომხილველი, კეტი ნიკოლი დარწმუნებულია, რომ ასეთი შენაწირით დედამ შვილის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საკუთარ შვილს სამუდამოდ აჩუქა გულითადი ადამიანის რეპუტაცია და სიკეთის გაკვეთილი. კიდევ ერთი სამეფო ოჯახის ექსპერტი თვლის, რომ მეგანისთვის და პრინცი ჰარისთვის მათი პატარა შვილი ბედნიერი ბილეთია. ბრიტანელები წყვილის გადაჭარბებული ხარჯებით გაღიზიანებულები არიან, პატარა არჩის კი შეუძლია საზოგადოების თვალში მშობლების რეაბილიტაცია მოახდინოს.

მალე წყვილი შვილთან ერთად აფრიკულ ტურნეში მიდის. “არჩი საუკეთესო ბილეთია მათთვის, რომ ისევ შეძლონ ხალხის სიყვარულის მოპოვება“– ამბობს ექსპერტი ინგრიდ სევარტი.

Print
ბოლო სიახლეები