რუსეთის ტელეარხ Дождь-ის შენობაში პოლიცია შევიდა.მანამდე გადაცემის წამყვანი დააკავეს
რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ Дождь-ში პოლიცია შევიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს უწყება გადასცეს და მოსკოვში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს.

არხის ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი ამ მეთოდით ტელეკომპანიას მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის აქციის გაშუქებისთვის სჯის.

ტელეკომპანია Дождь-ში შესვლამდე პოლიცია ალექსეი ნავალნის სტუდიაშიც შევიდა, პირდაპირი ეთერი გათიშა, უსაფრთხოების კამერები გამორთო და გადაცემის წამყვანი დააკავა.

შენობაში მიმდინარე პროცესებს არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
Print
ბოლო სიახლეები