შვედეთში მაკდონალდსმა ფუტკრებისთვის რესტორანი გახსნა

შვედეთში მაკდონალდსმა ფუტკრებისთვის რესტორანი გახსნა. კომპანიის თქმით, ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა მაკდონალდსია. 

მაკდონალდსის ყველაზე პატარა რესტორნის გახსნის იდეა  ფუტკრების დაცვასა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

შვედეთში მაკდონალდსის რესტორნების  თავზე სკები არის განლაგებული, კომპანიის თქმით, ამ პრაქტიკის დანერგვა კვლავ გაგრძელდება. 

პროექტი კრეატიულმა სააგენტო NORD DDB-მა განახორციელა. 

გასულ წელს, ევროკავშირში პესტიციდები აიკრძალა, რომელიც ფუტკრებს ზიანს აყენებს. 

ფუტკრების ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის დადებით გავლენას ახდენს საკვებსა და გარემოზე-აცხადებენ მაკდონალდსში.





Print
ბოლო სიახლეები