ანომალიური სიცხე დედამიწაზე

ამერიკული ორგანიზაციების მონაცემებით ბოლო 139 წლის განმავლობაში 2018 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ტემპერატურა დედამიწაზე საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “NASA” ავრცელებს.  სწორედ 2018 წელს მოხდა ყველაზე მეტი ბუნებრივი კატასტროფა.სტიქიის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მეტად დაზარალდა. მსოფლიოს მასშტაბით უამინდობით გამოწვეულმა ზარალმა 2018 წელს 73 მილიარდი დოლარი შეადგინა
"გლობალური დათბობის გავლენა უკვე იგრძნობა - წყალდიდობა, ტყის ხანძრები ეკოსისტემის ცვლილება. 1880 წლიდან, დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით ერთი გრადუსით გაიზარდა, მთავარი გამომწვევი მიზეზი, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებაა.” - განაცხადა NASA-ს მთავარმა კლიმატოლოგმა გევინ შმიდტმა.


Print
ბოლო სიახლეები