კალიფორნიაში ხანძარმა ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები გაანადგურა
AutoPlay:
ON
OFF
სასიკვდილო დაავადება რომელსაც ვერცხლის წყალი იწვევს (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ფინალს დაველოდოთ, გინდათ დაგასპოილეროთ? - გახარია შესაძლო გადაყენებაზე (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
კატის გადასარჩენად ბებიამ შვილიშვილი მეოთხე სართულზე თოკით ჩაუშვა (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში - სააკაშვილი(ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში „გურიის“ საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის - კალაძე
18:25 / 18.01.2020
ესპანეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა-არის მსხვერპლი (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ხალხთან თამაში უნდა მორჩეს, პენსია უნდა იყოს მინიმუმ ეგრევე ორჯერ-სამჯერ მეტი - სააკაშვილი (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
კაცი, რომელიც 22 დღე ალასკაზე ყინვაში იმყოფებოდა, გადაარჩინეს (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
პოლიციამ მაღაზია „აისაფორთის“ გაქურდვაში ბრალდებული დააკავა (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ელიზაბეთ რუდის შესრულებული ,,სულიკო" კალანდობის დღესასწაულზე (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ნახეთ ქართველი მოციგურავის, ალინა ურუშაძის შესანიშნავი გამოსვლა ლოზანას ოლიმპიურ თამაშებზე(ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ირანში მომიტინგეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა
18:25 / 18.01.2020
ანტისამთავრობო აქციაზე ირანელი სტუდენტები აშშ-ს და ისრაელის დროშებს ფეხს არ აბიჯებენ
18:25 / 18.01.2020
„თუ ამ ვიდეოს უყურებთ... მე უკვე მოვკვდი" - კიბოთი გარდაცვლილი ონკოლოგი
18:25 / 18.01.2020
"საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვისაც უნდა სიღარიბეში ცხოვრება, გადაყვეს ივანიშვილს საფლავში "- სააკაშვილი
18:25 / 18.01.2020
“წადი სახლში დედიკოსთან“ – ტრამპი პროტესტანტებს, რომლებსაც შეხვედრა დაატოვებინეს (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს
18:25 / 18.01.2020
უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო-კანადის პრემიერი (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ფრანგი გოგო ქართველი წინაპრების მემკვიდრეობის მოსაძიებლად საქართველოში ჩამოვიდა
18:25 / 18.01.2020
ივანიშვილმა კრემლის დავალება შეასრულა- ხაზარაძე კონსორციუმისთვის ხელშეკრულების გაწყვეტაზე (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
კადრები სოხუმიდან- რა ხდება დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
მარტვილში მომხდარი მკვლელობის გამო 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
გოგი წულაიამ რიონში დოლარები გადაყარა (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდი- მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
,,მე ვარ ბოტი"- მიხეილ სააკაშვილის შვილი ვიდეოს აქვეყნებს
18:25 / 18.01.2020
ქართული ჯგუფი “მგზავრები“ რუსულ ტელეარხ НТВ–ს საახალწლო შოუში მონაწილეობდა
18:25 / 18.01.2020
“ივანიშვილი ვაზელინის ოთახში ცხოვრობს, იქიდან გამოსვლა აღარ უნდა“ - გია ხუხაშვილი
18:25 / 18.01.2020
რომის პაპმა ქალს ხელი ჩაარტყა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა(ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
"წარდგენილი ბრალი არ მიღიარებია" - ვაჟა გაფრინადშვილის პრესკონფერენცია (ვიდეო)
18:25 / 18.01.2020
ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.
Print
მსგავსი სიახლე
ბრიტანული გამოცემა The Times კემბრიჯის
უნივერსიტეტთან არსებული ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (Henry
Jackson Society) რუსეთის და ევრაზიული კვლევის ცენტრის
დირექტორის, ენდრიუ ფოქსალის (Andrew Foxall)
სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: რუსეთის დაუფარავი ომი დასავლეთთან
დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს

რუსეთი დასავლეთთან ომის მდგომარეობაშია. ის იყენებს პროპაგანდას,
ეკონომიკურ იძულებას, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარას,
მკვლელობებს საზღვარგარეთ და დიპლომატიურ ზეწოლას. ის სისტემატიურად
არყევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ის ომს აწარმოებს
სამართლებრივ ველზე, ბოროტად იყენებს საერთაშორისო იურიდიულ
თანამშრომლობას და სამართალდამცავ ინსტიტუტებს.

2000 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა რუსეთში
ავტორიტარული კლეპტოკრატიის შექმნა დაიწყო. ამ სისტემაში არჩევნები და
პოლიტიკური ინსტიტუტები სრულიად გამოშიგნულია, სასამართლო ხელისუფლება
ნებაწართმეული და უხერხემლო, რეჟიმის მცირერიცხოვან კრიტიკოსებს, მათ
შორის ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს კლავენ.

ეს სისტემა მტაცებლობაზე და კორუფციაზეა დაფუძნებული. 2017 წელს
ჩრდილოვანი ეკონონომიკის წილად, სადაც კრიმინალი მეფობს და
გადასახადებს არ იხდიან, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით
მესამედი მოდიოდა. ეს დაახლოებით 473 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ეს
უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი.

ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების ცენტრშია კორუფცია, გადაფასებას
ექვემდებარება კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება. რუსეთში
კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი
აკონტროლონ და აიძულონ. და იმისთვის, რომ პუტნმა და მისმა გარემოცვამ
დაუსჯელად მოქმედება შეძლონ. სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომლები არ ებრძვიან ორგანიზებულ დანაშაულს, არამედ
თანამშრომლობენ მასთან.

ეს კლეპტოკრატია რუსეთის საზღვრებს გაცდა. ჭირი მთელ მსოფლიოში
ვრცელდება, იმიტომ რომ კრემლი ცინიკურად და ბოროტად იყენებს
სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო თანამშრომლობას. ამაზე
საუბარია ლონდონში მდებარე “ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ ანალიტიკური
ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

რუსეთი ინტერპოლის “წითელი შეტყობინებების“ სისტემას იყენებს რეჟიმის
კრიტიკოსებთან საბრძოლველად. ინტერპოლის წესებით ეს არ არის
დაშვებული, თუმცა ამ სისტემას მონაცემებს ადგილობრივი პოლიციური
უწყებები აწვდიან. სხვა ადგილებში რუსეთი სასამართლოებს გადასცემს
საეჭვო და დაუსაბუთებელ მასალებს და აშკარად ცრუობს. გარდა ამისა, ის
დაკავებულია ამ სასამართლოების თანამშრომლების მოსყიდვით.

ამავე დროს, რუსეთი დაჟინებით იკავებს მნიშვნელოვან თანამდებობებს
საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც მას დამატებით შესაძლებლობებს
აძლევს ჩაშალოს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი
მექანიზმები.

2017 წელს ჩინოვნიკი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვლადიმირ
ვორონკოვი სათავეში ჩაუდგა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის
ქვეგანყოფილებას. ალექსანდრ პროკოპჩუკი შინაგან საქმეთა სამინისტროდან
2016–2018 წლებში ინტერპოლის ვიცე–პრეზიდენტად მუშაობდა.
რუსეთი ასე იმიტომ იქცევა, რომ კრემლი დარწმუნებულია: დასავლეთის
იურიდიული ორგანოები ნაკლებად გააპროტესტებენ იმ მტკიცებით
განცხადებებს, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს სახელით ისმის.
გარდა ამისა, კრემლი ვარაუდობს, რომ დასავლეთი არ შეამოწმებს
დეტალურად რუსეთის მოთხოვნებს, არადა სიტუაცია აშკარად ითხოვს
ამას.

ჯერჯერობით კრემლი მართალია. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ
“ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ საფრთხეს ქმნის “ გაერთიანებული
სამეფოსთვის, როგორც ეს სამეფო ადვოკატმა, ბენ ემერსონმა
განაცხადა.

დროა ბრიტანეთმა გაიღვიძოს და პრობლემის მაშტაბები გააცნობიეროს.
რუსეთის სახელმწიფოს და მისი ორგანოების განცხადებები უფრო დეტალურ
იურიდიულ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს. ისევე, როგორც რუსეთთან
დაკავშირებული ადამიანები. უნდა დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება იმ
საკითხზე, თუ როგორ მანიპულირებს ეს ქვეყანა საერთაშორისო
თანამეგობრობით სამართლებრივ სფეროში, საერთაშორისო წესრიგის
მოსარღვევად მისი მაშტაბური ძალისხმევის ფარგლებში.
00:37 / 18.01.2020
ბრიტანული გამოცემა The Times კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (Henry Jackson Society) რუსეთის და ევრაზიული კვლევის ცენტრის დირექტორის, ენდრიუ ფოქსალის (Andrew Foxall) სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: რუსეთის დაუფარავი ომი დასავლეთთან დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს

რუსეთი დასავლეთთან ომის მდგომარეობაშია. ის იყენებს პროპაგანდას, ეკონომიკურ იძულებას, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარას, მკვლელობებს საზღვარგარეთ და დიპლომატიურ ზეწოლას. ის სისტემატიურად არყევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ის ომს აწარმოებს სამართლებრივ ველზე, ბოროტად იყენებს საერთაშორისო იურიდიულ თანამშრომლობას და სამართალდამცავ ინსტიტუტებს.

2000 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა რუსეთში ავტორიტარული კლეპტოკრატიის შექმნა დაიწყო. ამ სისტემაში არჩევნები და პოლიტიკური ინსტიტუტები სრულიად გამოშიგნულია, სასამართლო ხელისუფლება ნებაწართმეული და უხერხემლო, რეჟიმის მცირერიცხოვან კრიტიკოსებს, მათ შორის ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს კლავენ.

ეს სისტემა მტაცებლობაზე და კორუფციაზეა დაფუძნებული. 2017 წელს ჩრდილოვანი ეკონონომიკის წილად, სადაც კრიმინალი მეფობს და გადასახადებს არ იხდიან, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედი მოდიოდა. ეს დაახლოებით 473 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ეს უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი.

ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების ცენტრშია კორუფცია, გადაფასებას ექვემდებარება კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება. რუსეთში კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აკონტროლონ და აიძულონ. და იმისთვის, რომ პუტნმა და მისმა გარემოცვამ დაუსჯელად მოქმედება შეძლონ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არ ებრძვიან ორგანიზებულ დანაშაულს, არამედ თანამშრომლობენ მასთან.

ეს კლეპტოკრატია რუსეთის საზღვრებს გაცდა. ჭირი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, იმიტომ რომ კრემლი ცინიკურად და ბოროტად იყენებს სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო თანამშრომლობას. ამაზე საუბარია ლონდონში მდებარე “ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

რუსეთი ინტერპოლის “წითელი შეტყობინებების“ სისტემას იყენებს რეჟიმის კრიტიკოსებთან საბრძოლველად. ინტერპოლის წესებით ეს არ არის დაშვებული, თუმცა ამ სისტემას მონაცემებს ადგილობრივი პოლიციური უწყებები აწვდიან. სხვა ადგილებში რუსეთი სასამართლოებს გადასცემს საეჭვო და დაუსაბუთებელ მასალებს და აშკარად ცრუობს. გარდა ამისა, ის დაკავებულია ამ სასამართლოების თანამშრომლების მოსყიდვით.

ამავე დროს, რუსეთი დაჟინებით იკავებს მნიშვნელოვან თანამდებობებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც მას დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩაშალოს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი მექანიზმები.

2017 წელს ჩინოვნიკი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვლადიმირ ვორონკოვი სათავეში ჩაუდგა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის ქვეგანყოფილებას. ალექსანდრ პროკოპჩუკი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016–2018 წლებში ინტერპოლის ვიცე–პრეზიდენტად მუშაობდა.
რუსეთი ასე იმიტომ იქცევა, რომ კრემლი დარწმუნებულია: დასავლეთის იურიდიული ორგანოები ნაკლებად გააპროტესტებენ იმ მტკიცებით განცხადებებს, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს სახელით ისმის.
გარდა ამისა, კრემლი ვარაუდობს, რომ დასავლეთი არ შეამოწმებს დეტალურად რუსეთის მოთხოვნებს, არადა სიტუაცია აშკარად ითხოვს ამას.

ჯერჯერობით კრემლი მართალია. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ “ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ საფრთხეს ქმნის “ გაერთიანებული სამეფოსთვის, როგორც ეს სამეფო ადვოკატმა, ბენ ემერსონმა განაცხადა.

დროა ბრიტანეთმა გაიღვიძოს და პრობლემის მაშტაბები გააცნობიეროს. რუსეთის სახელმწიფოს და მისი ორგანოების განცხადებები უფრო დეტალურ იურიდიულ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს. ისევე, როგორც რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები. უნდა დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება იმ საკითხზე, თუ როგორ მანიპულირებს ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობით სამართლებრივ სფეროში, საერთაშორისო წესრიგის მოსარღვევად მისი მაშტაბური ძალისხმევის ფარგლებში.


ბოლო სიახლეები