ზვიგენმა ტურისტ ქალს ხელები მოაჭამა
საფრანგეთის პოლინეზიაში  ფრანგ ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს. 35 წლის  ქალი ვეშაპების დასათვალიერებლად იყო მისული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "Agence France-Presse"-ი ავრცელებს.

ზვიგენმა ტურისტს მკერდზე და ხელებზე უკბინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალს ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ორივე ხელი მოეჭრათ.
Print
ბოლო სიახლეები