დააკავეს ჰაკერი, რომელმაც გერმანელი პოლიტიკოსების პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა
გერმანიაში დააკავეს 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ქსელში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის პირადი მონაცემები გაავრცელა. ახალგაზრდა ჰაკერმა, რომელიც ესენის მიწაზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს დაკავებამდე საკუთარი კომპიუტერის განადგურება მოასწრო.მანამდე პოლიციამ ქალაქ ჰაილბრონეში ბინა გაჩხრიკა, რომელშიც პროგრამისტი ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით პროგრამისტს კავშირი ჰქონდა დღეს დაკავებულ ჰაკერთან და ასევე იყო ეჭვმიტანილი ჰაკერულ შეტევაში.თუმცა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინტერნეტ დანაშაულთან მებრძოლი სტრუქტურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 20 წლის ჰაკერი მარტო მოქმედებდა, აქამდე მას კანონი არასოდეს დაურღვევია და არც “მესამე პირებთან ქონდა კავშირი.“

პოლიციის ვერსიით ეჭვმიტანილი არცერთი უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურთან არ არის დაკავშირებული.ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით მან ინტრნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის და სხვა საჯარო პირების პირადი მონაცემები მხოლოდ პირადი მიუღებლობის გამო გამოფინა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ ამ ადამიანების საჯარო განცხადებები ნერვებს უშლიდა.ჰაკერული შეტევის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. ინტერნეტში გაჟონა სახელმწიფოს პირველი პირების, მათ შორის კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის, რობერტე ხაბეკეს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ზიგმად გაბრიელის პირადმა მონაცემებმა. გამოქვეყნდა მათი მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი მიმოწერის ფრაგმენტები და ოჯახური ფოტოები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეტევია ჯერ კიდევ შობის წინ მოხდა და ბუნდესტაგის ყველა პარტიას შეეხო, გარდა ულტრამემარჯენე პარტიისა – “ალტერნატივა გერმანიისთვის“.
Print
ბოლო სიახლეები