კიდევ ერთი ინციდენტი გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავზე
გერმანიაში კიდევ ერთი სამთავრობო თვითმფრინავი დაზიანდა, რის გამოც გერმანიის ეკონომიკის მინისტრის აფრიკაში ვიზიტი შეფერხდა. Deutsche Welle–ს ცნობით ძრავში სარქველის დაზიანების გამო გერდ მიულერმა მალავიდან ზამბიაში გამგზავრება ვერ შეძლო. გამოცემის ცნობით თვითმფრინავის რემონტს ორი დღე დასჭირდება.

მინისტრის პრეს მდივანმა თვითმფრინავის დაზიანება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მინისტრი ზამბიის ქალაქ ლუსაკაში ქვეყნის პრეზიდენტთან, ედგარ ლუნგუსთან შეხვედრაზე უკვე ჩავიდა.

2018 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თვითმფრინავი რომელიც არგენტინაში მიფრინავდა ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებული გახდა კიოლნში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ მერკელი ბუენოს აირესში G20–ის სამიტზე ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო შორეული ფრენებისთვის Airbus A330 ან A350 –ს შეძენას გეგმავს. ამ მიზნისთვის გერმანიის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევრო გამოიყოფა.

Print
ბოლო სიახლეები