Netflix–ის ახალ დეტექტიურ სერიალს,რომელშიც არაფერი ხდება კრიტიკოსები და მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა
20 სექტემბერს Netflix–ზე გამოვიდა ახალი დეტექტიური სერიალის, “დამნაშავე“–ს (Criminal) 12 ეპიზოდი. ყველა მოქმედება სერიალში მხოლოდ დაკითხვების ოთახში და კაბინეტში ხდება, საიდანაც დაკითხვაზე დაკვირვება მიმდინარეობს. და კიდევ პოლიციის განყოფილების კორდიორში. თუმცა კრიტიკოსების აღიარებით ეს არის 2019 წლის ყველაზე საინტერესო დეტექტივი.

12 სერიიდან 3 ინგლისურ ენაზეა გადაღებული, დანარჩენები კი გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ყოველი სერია ეს არის დასრულებული სიუჟეტი, მკვლელობაში, ბავშვის მოტაცებაში, გაუპატიურებაში ან არალეგალი მიგრანტების გადაყვანაში ეჭვმიტანილების დაკითხვა. და ყოველი სერია თამაშია. პოლიციელები ეჭვმიტანილებს ეთამაშებიან, ეჭვმიტანილები და მათი ადვოკატები კი პოლიციას.

დეკორაცია ამ სერიალში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ სცენაზე დადგმულ სპექტაკლში. თუმცა ეს სერიალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მინიმალიზმი მაყურებელს საშუალებას აძლევს ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე, რომლებიც მაღალბიუჯეტიან ტრილერში უმნიშვნელოდ ჩანს: პერსონაჟის ხელში ყავის ჭიქა კანკალებს. დაკითხვის კულმინაციურ მომენტში უცებ კონდიციონერი ამუშავდება.
იმის მიხედვით, როგორ ატრიალებს სერიალის გამირი ხელში კალამს, შეიძლება განისაზღვრროს ატყუებს თუ არა ის პოლიციელებს. დანაშაულის აღიარების შემდეგ ატირებული ქალი კი ტუჩსაცხის კვალს ტოვებს წყლის ჭიქაზე.ავტორების ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო.

მოქმედება, როგორც ასეთი სერიალში არ ხდება. აქ მთავარი საუბრებია. დანაშაულები, რომლებზეც საუბრობენ შეიძლება მხოლოდ პოლიციურ დოკუმენტებში ან მონიტორის ეკრანზე ნახოთ, რომლითაც მათ ეჭვმიტანილებს აჩვენებენ. ამის მიუხედავად ყოველ სერიაში მალევე ჩნდება სრულფასოვანი ინტრიგა, რომელიც ისევე ითრევს მაყურებელს, როგორც მაშტაბური დეტექტივი დევნით,სროლით და დინამიური გადაღებით.

მიუხედავად დაკითხვის ოთახების სრულიად იდენტური ინტერიერისა სერიები სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა მსახიობების მონაწილეობით გადაიღეს და ისინი ძალიან განსხვავებულია.

სერიალს აღფრთოვანებული რეცენზიები მოჰყვა. “ახლებური, მომნუსხველი, განსხვავებული“– ასეთია კრიტიკოსების შეფასებები.გამოსვლიდან 12 საათში სერიალმა IMDB–ს გვერდზე, სადაც მაყურებლის შეფასება აისახება 10 დან 9.4 ქულიანი შეფასება მიიღო.

Print
ბოლო სიახლეები