Breaking Bad-ის ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა (თრეილერი)
კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი, რომელიც პოპულარული  სერიალ "Breaking Bad"-ის მიხედვით არის გადაღებული.

ფილმი გადაღებულია სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმენის ცხოვრებაზე.  ფილმის პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს იგეგმება. 

ამერიკული სატელევიზიო დრამა სერიალი "Breaking Bad"-ი 2008-2013 წლებში გამოდიოდა. სადაც, ქიმიის მასწავლებელს უოლტერ უაიტს ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამ საშინელი დიაგნოზის დასმის შემდეგ ის გადაწყვეტს რომ მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს, სწორედ ამიტომ ის თავის ყოფილ სტუდენტს ჯესი პინკმენს ხვდება და უოლტერ უაიტი მეტამფეტამინის წარმოებას და გაყიდვას იწყებს.
Print
ბოლო სიახლეები