დონალდ ტრამპი დაინტერესდა, არსებობს თუ არა სანტა კლაუსი

არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომლის პასუხსაც ვერასოდეს გავიგებთ: 1. რას აკეთებს წითელი ღილაკი. 2. რას ამბობს ხალხი ჩემ შესახებ. 3 გჯერა თუ არა სანტა კლაუსის არსებობის.

ახლა ყველამ ვიცით, რომ სანტა კლაუსი არსებობს. მაგრამ რატომღაც, აშშ-ს პრეზიდენტმა ამაში ეჭვი შეიტანა, როცა შობის წინა ღამეს ბავშვებს ესაუბრა - სცენა თეთრი სახლის სასადილო ოთახში "გათამაშდა, როდესაც დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად, უზარმაზარი ნაძვისხეების ფონზე პატარების ზარებს პასუხობდა. ბავშვები ძირითადად სანტა კლაუსის გადაადგილების მარშრუტის თვალთვალის შესაძლებლობით დაინტერესდნენ. ერთ-ერთი ზარის ავტორს კი პრეზიდენტმა თავად დაუსვა შეკითხვა, სჯერა თუ არა სანტას არსებობის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ არაოფიციალური ვიდეოში ისმის, რომ პრეზიდენტი გაკვირვებულია, როგორ შეიძლება, ჯეროდეს 7 წლის ბავშვს სანტას არსებობის. სამწუხაროდ, ზარის ავტორის პასუხი ტრამპის კრიტიკაზე არ ისმინება. თუმცა გასაგებია, რატომ დასვა პრეზიდენტმა ეს შეკითხვა, რადგან სანტას არსებობის საკითხი კვლავ განხილვის საგანია.

მომზადებულია ბრიტანული მედიის მიხედვით

Print
ბოლო სიახლეები