მოსამართლეს შიგნით “ქართული ოცნების“ მაისური აცვია - ნიკა მელია
მოსამართლეს შიგნით “ქართული ოცნების“ მაისური აცვია-ამის შეასხებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დეპუტატი დღეს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

„ხალხო, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, სანამ ჩვენ სიმართლეზე საუბარს არ შევეჩვევით, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია "ქართული ოცნების" მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურერებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოდიან „ზონდერ მოსამართლეები“ და ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონი ეს ადამიანი გახლავთ. არ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნა- არმოხსნის საკითხი დროზე განეხილა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
Print
ბოლო სიახლეები