ეს ივანიშვილის კერძო უწყებაა, სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა-ნიკა მელია სასამართლოზე
ეს ივანიშვილის კერძო უწყებაა, სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა-ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სასამართლოში "შმაქსით" მივიდა.

" ეს არის წმინდა წყლის პოლიტიზირებული საქმე, ისევე როგორც ათეულობით საქმე და ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე იხილება საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა აქტიური პირის მიმართ, რომლები ივანიშვილის ოპოზიციაში არიან, ადამიანის, რომელმაც გადაწყვიტა რომ იქცეს ფეოდალად, დანიშნოს საკუთარი მოსამსახურე პერსონალები მინისტრებად და ჩამოაყალიბოს არა უბრალოდ რაღაც რეჟიმი, რომელიც ექვემდებარება ერთ ადამიანს, არამედ კრიმინალური რეჟიმი, რეჟიმი სადაც პოლიციელები ადამიანებს იტაცებენ, კრიმინალებს გადასცემენ და მერე ის კრიმინალები ამ ადამინს კლავენ. რეჟიმი სადაც ხედავთ, რომ პარლამენტში ფოტოებს მალულად უღებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და მერე აკეთებე შავ პიარს. მე რომ ვთქვა, რომ სასამართლოში მივდივარ ეს არის თავის მოტყუება ეს არანაირი სასამართლო არ არის, ეს არის ივანიშვილის კერძო უწყება სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა. ივანიშვილი ძალიან მალე დარწმუნდება რომ ეს დროებითია, ამით იგი ვერავის დააშინებს” -განაცხადა  მელიამ.


Print
ბოლო სიახლეები