შეწყალებაზე მორატორიუმი ვერ გამართლდება, ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა-ზაზა თავაძე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის  მოსმენა მიმდინარეობს.

თავაძის განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა და მასზე უარის თქმა ვერ გამართლდება. 

"არანაირი მორატორიუმი აქ გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი. ის არის ის პირი ქვეყანაში, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. ეს არის გათვალისწინებული ზუსტად იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ეს აქტი განახორციელოს", - განაცხადა თავაძემ.


Print
ბოლო სიახლეები