“როცა წერ, რომ პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა,სარკეში მაინც უნდა ჩაიხედო“–ირმა ინაშვილი ფრანგი ჟურნალისტის სტატიაზე
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ფრანგული გამოცემის სტატიას ფეისბუქ სტატუსით პასუხობს. გამოცემის ავტორმა ის “ბაბა იაგას“ შეადარა. ინაშვილი თვლის, რომ ჟურნალისტ იზაბელ ლასერის სტატია სააკაშვილი–ბოკერიას დაკვეთილია. ინაშვილი ჟურნალისტს ურჩევს სარკეში ჩაიხედოს:


“გავეცანი ჩემს შესახებ le figaro premium-ის სტატიას. შთაბეჭდილება იმდენად მძიმეა და იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ საჭირო ვთვლი, როგორც ამ პოსტის გამოქვეყნებას, ისე გამოცემის რედაქციისთვის სპეციალური წერილის მიწერას.

მე პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტი ვარ. სწორედ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მრავალ ევროპულ, თუ ამერიკულ მედიასაშუალებასთან მქონია კოლეგიალური ურთიერთობა და როგორც მახსოვს, პატიოსან ჟურნალისტიკად ითვლებოდა და ითვლება არა რესპონდენტისადმი ზიზღის გამოხატვა, არამედ მისი ქმედებების, მოსაზრებების საღი კრიტიკა. თქვენი დროის ხარჯვად არ ღირს დისკუსია იმაზე, რომ ეს სტატია სრულიად ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტს. მე სულ სხვა ასპექტზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.

ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატის სახით, ჩემზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კამპანიას აფინანსებს როგორც სამყაროზე გაბოროტებული სააკაშვილი, ისე ვითომ მასთან დაპირისპირებული, პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ბოკერია.

მარტივად ვაფასებ ვითარებას: le figaro premium- ის ჟურნალისტის იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ:


1) გაავრცელა ტყუილი, თითოსდა შევიჭერი კონფერენციაზე;

2) გაავრცელა ტყუილი, თითქოსდა კონფერენციაზე მივედი პარტიის აქტივთან ერთად; ყველამ იცის, მარტო მივედი.

3) მაყენებს პირად შეურაცხყოფას; ესაა უმდაბლესი პოზიცია ჟურნალისტიკაში.


ცხადია, მივწერ გამოცემის რედაქციას და ცხადია, ვიმოქმედებ ამ კუთხით, მაგრამ სტატიის ქართველ დამკვეთებს- სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ. ჩემს წინააღმდეგ დასავლეთში ფულის ხარჯვა დაიწყეთ, ე.ი. გეშინიათ. სწორად გეშინიათ.

p.s. ისე, როცა ჟურნალისტი ხარ (ფრანგი ხარ თუ იაპონელი, სულერთია) დაგიკვეთეს სტატია, გადაგიხადეს ფული და წერ, რომ ესა და ეს პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა, სარკეში ყოველი შემთხვევისთვის მაინც უნდა ჩაიხედო.“ – წერს ინაშვილი.






Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა