“დააბი პრეზიდენტი“–აქცია პერფორმანსი პრეზიდენტის სასახლესთან
პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს ლოზუნგით “დააბი პრეზიდენტი“. მათ რეზიდენციის ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს წარწერით “შეცვალე“. ახალგაზრდა აქტივისტები ამ “ჩელენჯში“ ყველას იწვევენ და სთავაზობენ ერთად დააბან პრეზიდენტი, რომ მან აღარ ჩაიდინოს მოქმედებები, რომლითაც ვნებს სახელმწიფოს.

დღევანდელი აქცია პერფორმანსი პროტესტი იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლო პერიოდში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ისინი აქტივობებს გააგძელებენ, რადგან არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც „ყველა ნაბიჯი მავნებლურია“.

Print
ბოლო სიახლეები