"მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია"- გვარამია
"მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია"- ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფესიბუქ გვერდზე დაწერა.

"რამდენიმე დღე მძიმე ვირუსმა დამაგდო. ჯერაც არ გამსვლია, უბრალოდ, დღეს პირველად შევძელი კომუნიკაციაზე გამოსვლა.ხოდა, ამასობაში, დაფუძნებიდან მეათე დღეს, მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია. უსერიალოდ, არასრული ბადით, მაგრამ საუკეთესო ნიუსით და თოქშოუებით.დაბრუნდა ხალხი კურორტებიდან და დაიწყო გადართვა სადაც საჭიროა სრული და ყველა დროის რეკორდია. ელოდეთ კიდევ მეტს

ps დღეს უყურეთ ნანუკას ლაივშოუს. ფანტასტიური სტუდიით, ჯერ რომ არ გინახავთ, ისეთით. იაფად, სამაგიეროდ, სუპერკრეატიულად':- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული "მთავარი არხი" ეთერში 9 სექტემბერს 9 საათზე გავიდა. ტელევიზიამ მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო,  რომელიც დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავს. საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაა "მთავარი".

Print
ბოლო სიახლეები