“შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო პრაქტიკულად სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა“–ხაზარაძემ სკანდალური შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა
ინგა გრიგოლიას გადაცემაში მოძრაობა “ლელოს “ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ იმ შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ერთი წლის წინ თავად ბიძინა ივანიშვილმა ახსენა. ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილზე და მამუკა ხაზარაძესთან საუბრისას თქვა, რომ მათ შორის დავა პირადად მოაგვარა და მამუკა ხაზარაძეს ამის გამო მისთვის მადლობაც არ უთქვამს. ხაზარაძემ ამ შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ის შეხვედრის შედეგად შოკირებული იყო:

“არსებობს ასეთი პერსონა – მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე . ითხოვდა 30 მილიონ დოლარს. აბსოლუტურად აბსურდული საქმე იყო. ბუნებრივია ავიყვანეთ იურისტები და აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიური საქმეები აღძრული ქონდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან და ყველა ეს საქმე ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური – მისი მოგებით. მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენ. ამას “ნაეზდი“ ქვია, როცა პოლიტიკურ –პროკურატურული და სასამართლო გაერთიანება ხდება და მიზანი არის რომ ფული ამოიღონ.

ჩვენ დავინახეთ, და შეგიძლიათ რიცხვები და ვადა შეადაროთ, და შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი ჩვენი უფლებების დაცვისთვის, მოთხოვნა სარჩელში ის იყო, რომ პირველივე ინსტანციაში ხდებოდა დაყადაღება და თანხის ამოღება, რაც არასწორი იყო და არ გვქონდა საშუალება რომ გაგვეგრძელებინა დავა.
ლეგალურად ვაგრძელებდით ამ დავას.

ვიყავი გერმანიაში და მივიღე ზარი ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ და იგი მარწმუნებდა, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო სასამრალოთში არ უნდა მომხდარიყო ამის გარჩევა. სარჩელი გამოიტანეთ და მოილაპარაკეთო. რაღაც მომენტში მოლაპარაკება და კომპრომისში ბიზნესი ნორმალურია, მაგრამ რახან ვიცი საპირისპირო მხარი ხასიათი, ეჭვი მეპარებოდა რომ ეს შეიძლება წარმატებული ყოფილიყო.მეგობრული საუბარი იყო, მითხრა ჩემს შვილსაც არ დავაძალებო რამეს.

დავურეკე ჩემს უცხოელ პარტნიორებს. ისინი მეუბნებოდნენ, ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი გვაქვს და იმასაც ნუ დავკარგავთო. დავარწმუნე, რომ შეგვეწყვიტა სასამართლოში დავა.
ცოტა შევრცხვით საკონსტიტუციო სასამართლოში, უხერხული ამბავი შეიქნა. ჩავიდა ჩვენი იურისტი და გამოიტანა სარჩელი

ამის შემდეგ ხდება შეხვედრა მის სახლში, რომელსაც ესწრებოდა ჩხარტიშვილი, მე, ბადრი, ივანიშვილი და რატომღაც ბიზნესმენი ფიფია,. საოცრება ის იყო, რომ მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი პროკურორიც ესწრებოდა შეხვედრას. გესმით რასთან გვაქვს საქმე?

მე აღმოვჩნდი სიტუაციაში, პატარა სასამართლოში მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი შოთაძე იჯდა იქ, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მან ჩაიჩურჩულა: თქვა, რომ იგი ვერ ხედავდა ამ საქმეში რამე ისეთს, რაზეც ვიყავით შეკრებილები. მე შოკირებული გამოვედი.

ივანიშვილი იყო პრაქტიკულად პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდზე უზის პროკურორი და არჩევს საქმეს. თუ საქმეს არჩევ, მაშინ პროკურორი რაში გჭირდება.

რაც შეეხება იმ განცხადებას, მადლობაც კი არ გადამიხადაო: მადლობაზე კი არ არის ლაპარაკი. ზრდილობა ნამდვილად არ მეშლება. სიტყვა პასუხიც ვიცი და მადლობაც ვიცი. რაღაცა მაინც რატომ არ გადავიხადეთ, ამაზეა ალბათ საუბარი.

როგორი ალგორითმი უნდა დააწყო რომ ერთი და იგივე მოსამართლესთან მოხვდეს საქმეები და ყველა მოიგო უზარმაზარ კომპანიებთან.ის პროკურორიც, ის შსს მინისტრიც ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს. ამათ გონიათ, რომ მოდიან ხელისუფლებაში ყველაფერი შეიძლება.

იქ კალათბურთი არ გვითამაშია. ისიც ვერ გავიგე რას ნიშნავდა ასით ნოლი. ჩხარტიშვილს კითხვა რომ დავუსვი ეს 30 მილიონი რა თანხაა, რამე ხომ უნდა იყოსო. ეს ეპიზოდი მივეცით დავიწყებას, იმიტომ რომ გაირკვა ყველაფერი, ჩვენს სასარგებლოდ.მაგრამ პირველად დავინახე შიგნიდან როგორ არის მოწყობილი ეს სახელმწიფო. “ – თქვა ხაზარაძემ

გასული წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “მაგალითად, პატარკაციშვილებთან და თიბისი-სთან დავა. პირველი ინსტანცია ჩხარტიშვილს მოგებული ჰქონდა, ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100-ით 0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე. ქართული სასამართლო ძალიან გამაგრდა და გამყარდა ჩვენი მოსვლის შემდეგ. ჩემი მუდარა, ხვეწნა და მუქარაც იყო ის, რომ სასამართლოს არ აქვს ისეთი ხერხემალი რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ შენ მოუგე თიბისი ბანკს, არაბებს, პატარკაციშვილებს...

მე მადლობა შემიძლია გადავუხადო ამ მხრივ ჩხარტიშვილს. ჩვენი ურთიერთობისგან მას ზარალის მეტი არ მიუღია. მე ვთავაზობდი, რომ ჩემი ფულით დაგეხმარებით, ბევრს დავხმარებივარ ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო და ქვეყანა არ დაეზრალებინათ. ვინ დაზარალდა ამ დავებიდან? - დაზარალდა ჩხარტიშვილი. ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თიბისი ბანკის პრეზიდენტზე მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

Print
ბოლო სიახლეები