ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა (ვიდეო)



„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ანაკლიაში გახდა, სადაც “თიბის ბანკის“ დამფუძნებლები საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას მართავენ.

"ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობა, ექნება მიზნების მიწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოზე გამარჯვებულის ორიერტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა "ლელო" - განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ივნისში განაცხადა.
აგვისტოში მან დააზუსტა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდებოდა.
ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი უერთდება. ის მოძრაობის სპიკერი იქნება. ინფორმაცია ამის თაობაზე
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავად მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.

Print
ბოლო სიახლეები