კომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ-რუსთავი 2-ის განცხადება
კომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ- ამ განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"ავრცელებს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია ნოდარ მელაძეს უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არხის გვერდის გამოყენება შესაძლოა კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს.

"უკვე რამდენიმე დღეა "რუსთავი2"-ის "Facebook" გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს. "რუსთავი2"-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს"-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
Print
ბოლო სიახლეები