“თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი“–გიგი უგულავა პრეზიდენტს უხსნის, რატომ არ მივიდა მის მიღებაზე
გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. პრეზიდენტმა გუშინ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა. სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ მან მიღებაზე ყველა მიიწვია, თუმცა ბევრი არ მივიდა:

“მე საქართველოს პრეზიდენტი ჩართული ვარ იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან. ამის დასტური არის დღევანდელი დღე სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებაზე დასწრება - ეს არის პირველი ნიშანი რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჩვენ დროშას, დამოუკიდებლობას და ყველა იმ მთავარ გამოწვევებს რაც ჩვენ წინ
დგას, თუ ეს არ შეგვიძლია მაშინ ბევრი კითხვები ისმება.“– განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიგი უგულავამ ზურაბიშვილს ფეისბუქ სტატუსით უპასუხა:

“როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსოება გამოდგა. უტიფარი-ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით - გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი
#სირცხვილია“– წერს უგულავა.
Print
ბოლო სიახლეები