20 ივნისის ღამის დარბევის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით,  20 ივნისის ღამის დარბევის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია. 


„გარკვეული ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული ამ გამოძიებაში, თუმცა ჩვენ გვაქვს წვდომა საიდუმლო მასალაზეც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია, თუ რამდენი ტყვია იყო წაღებული, რამდენი იყო გამოყენებული და დაბრუნებული, არსებობს და ეს დევს საქმის მასალებში. მე ამ წუთას, ვერ გეტყვით, ეს არის საიდუმლო თუ არა, თუმცა ეს ინფორმაცია გამოძიებაში მოიპოვება და ჩვენ შეძლებისდაგვარად, უკვე შემდგომი შეხვედრის დროს საბჭოსთან, გავასაჯაროებთ ყველა იმ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც იქნება შესაძლებელი“ - აცხადებს ლომჯარია.
Print
ბოლო სიახლეები