"ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ"-ბახტაძე

ჩვენ ასე ახლოს ნატოსთან არასოდეს ვყოფილვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს საქართველომ ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატოს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატოსთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print
ბოლო სიახლეები