“უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე“–ნათელაშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს ოცნების საარჩევნო გეგმებში არ ჩაერთოს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საპატრიარქოს მოუწოდებს არ ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და არ მიიღოს მონაწილეობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმაში, რომელიც შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის დაპირებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში გასცემს, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა და ქველმოქმედებასთან არანაირ კავშირში არაა.

„როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მე მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
Print
მსგავსი სიახლე

დავით გარეჯის გარშემო შექმნილ პრობლემას ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება და სკანდალურ ინფორმაციას წერს. როგორც თავად ამბობს, 2005 წელს, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენს მოქალაქეებს დავით გარეჯში არ უშვებდნენ, ის აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა  მინისტრს საქართველოდან 500 000 აზერბაიჯანელის გაყრით დაემუქრა:

“სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!
გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.
ისევ მე უნდა გასწავლო რა ჰქნა.
2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე
00:59 / 26.04.2019

დავით გარეჯის გარშემო შექმნილ პრობლემას ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება და სკანდალურ ინფორმაციას წერს. როგორც თავად ამბობს, 2005 წელს, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენს მოქალაქეებს დავით გარეჯში არ უშვებდნენ, ის აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოდან 500 000 აზერბაიჯანელის გაყრით დაემუქრა:

“სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!

გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.

ისევ მე უნდა გასწავლო რა ჰქნა.

2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე "გაგვიჭედა". გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.
არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.

მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.
გაჭრა.

არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით.“ – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.

ოქრუაშვილის სტატუსს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა:

“ძალიან დიდი სისულელე მგონია მეზობელი ქვეყნისთვის საკუთარი მოქალაქეების გაყრით დამუქრება.“ – წერს ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, რაზეც იარკლი ოქრუაშვილი პასუხობს, რომ “ბლეფი დროდადრო ეფექტურია.“

ბოლო სიახლეები