განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება- გია მურღულია
განათლების ექპერტი, გია მურღულია კულტურისა და განათლების სამინისტროს გაყოფას დადებითად აფასებს. მისი თქმით, განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ მას ცალკე მართვის სისტემა სჭირდება.

მურღულიას აზრით, გაყოფის მიზეზი გახდა ის, რომ სამინისტროების გაერთიანებამ შედეგი ვერ გამოიღო.

„თავის დროზე რომ ეს სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, ალბათ, ახლა არ გაყოფდნენ. მე ვფიქრობ, რომ განათლების სფერო იმდენად დიდი სფეროა, რომ ალბათ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება, ამდენად ალბათ მართებულია ეს გადაწყვეტილება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეც შეიძლება მართვა და ასეც შეიძლება მართვა. უბრალოდ, როდესაც ამხელა სფეროზე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ცალკე იყოს განათლების სისტემა. ეს არის ცალკე, მოცულობითი სისტემა ბევრი პრობლემით და ბევრი ადამიანი მონაწილეობს ამ სფეროში. იმდენი სეგმენტისგან შედგება, რომ ალბათ სჯობს რომ იყოს ცალკე"- აცხადებს გია მურღულია.

ცნობისთვის, მთავრობამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
Print
ბოლო სიახლეები