7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 7 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე 7 დეკემბერს დააკავეს. მათგან ერთი არასრულწლოვანი გათავისუფლებული იყო. გუშინ უწყებაში აცხადებდნენ, რომ მათი დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბოჟამის და ლამისყანას მცხოვრებლები - ემზარ და მერაბ გამხიტაშვილები და გიორგი ზარიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივში, სავარაუდოდ, შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა