არ ვტოვებ უმრავლესობას, თუ გინდათ წაგიცეკვებთ - ზაზა პაპუაშვილი
არ ვტოვებ უმრავლესობას და რა ვქნა ახლა, თუ გინდათ წაგიცეკვებთ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს ტოვებს.

„რომ გავრცელდა ინფორმაცია რა ვქნა მე? იმაზე ვაგებ პასუხს, რასაც მე ვამბობ. უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ. არავისთან მე ეს არ მითქვამს და არც ინტერვიუ მიმიცია ვინმესთვის. ამიტომ, ეს რომელ კულუარებში ვრცელდება არ ვიცი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თავს არ ვუღალატო. პასუხი გაგეცით და რა ვქნა ახლა, თუ გინდათ წაგიცეკვებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა