გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია "ფორმულაზე" გადაცემას წაიყვანს
პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს გადაცემის სახელი “გიორგი თარგამაძის ფორმულა” იქნება.

როგორც ტელეკომპანია "ფორმულა" აცხადევს ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია “იმედში” დაიწყო მუშაობა. ის იყო “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი.

2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა