მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც ტრანსპორტი ამოტრიალდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მისი მგზავრი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print
ბოლო სიახლეები