ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს, 12 ნოემბერს მიიღო.

ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს.

თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. „ქართული ოცნების“ წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ „პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა.

ვანო ზარდიაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს გაავრცელა.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, ის „ქართული ოცნების“ წევრია.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა.

ზარდიაშვილმა ბესელიას მორალისკენ მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.
Print
ბოლო სიახლეები