ვინ არის თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი მამაკაცი - ახალი დეტალები მკვლელობის შესახებ
თბილისის ზღვაზე  მომხდარი მკვლელობის შესახებ  დამტებითი დეტალები ხდება ცნობილი.ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. როგორც ირკვევა 36 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს, დეპუტატ ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია. დეპუტატის ძმისშვილი, ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლია და ახლო მეგობარი გახლდათ.

„მეც ახლა მითხრეს ეს ამბავი და ძალიან განვიცვადე. ჩემი ძმის მეზობელი იყო. ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაც არის. არ ვიცი რა მოხდა“, - ამბობს დეპუტატის და, ნორა კვიციანი.

როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, ნოდარ ცხადაძე მის ძმისშვილთან ერთად იყო დაკარგული. ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია ბექა კვიციანის ადგილ-სამყოფელი.



Print
ბოლო სიახლეები