"სასულიერო პირები საკურთხეველში აუპატიურებდნენ სტიქაროსნებს"- მეუფე პეტრე
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ  "მთავართან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობს ფაქტები, რომ სასულიერო პირები საკურთხეველში აუპატიურებენ სტიქაროსნებს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში, მთავარ აქცენტებში ისაუბრა.

პეტრე ცაავას თქმით, ამის შესახებ არქიმანდრიტ ილიას ჯერ კიდევ 7 წლის წინ ესაუბრა, როცა ციხის კადრები გავრცელდა. მისივე თქმით, მაშინ თქვა, რომ თუ სასულიერო პირები ამაზე საუბარს დაიწყებდნენ, მაშინ ეკლესიის შიგნით არსებულ ცოდვაზე უნდა ელაპარაკათ.

„მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს, თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა - გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით - ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე - აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით“, - განაცხადა პეტრე ცაავამ „მთავართან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ,რომ „პოსტფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში გაიხსენა საკუთარი ისტორია და თქვა რომ სასულიერო პირი ერთ-ერთ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდა.

Print
ბოლო სიახლეები