„ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია!"- "თბილისი გალერიაში“ ბანერი გაშალეს
"თბილისი გალერიასთან", სადაც კინოთეატრ "კავეაში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დღეს, 19:45 საათზე დაიწყება, სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან.

როგორც დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება.

„ჩვენი პროტესტის მეორე დღეა. რაც შეეხება ამ ფილმს, რომელიც დაანონსდა და რომელიც მამათმავლობის შემცველი შინაარსის ფილმია, მორწმუნე ხალხი და სხვებიც აპროტესტებენ ამ ფილმის გაშვებას. ჩვენ დღესაც პარაკლისს ვიხდით, მშვიდობიანად, ამ უზნეობას შევეწინააღმდეგებით ლოცვით, ქადაგებით, მხილებით, მშვიდობიანად, ჩვენს პროტესტს ასე გამოვხატავთ, წყნარად, როგორც შეეფერება ეკლესიის მღვდელმსახურს და ქრისტიან ადამიანს", - განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, სასულიერო პირები კინოთეატრში ვერ შევლენ, რადგან ბილეთები არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, არ შევიდოდნენ და ამის განზრახვა არც ჰქონიათ.

"თბილისი გალერიის" შესასვლელის წინ, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან, ასევე გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით : "ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია!"
Print
ბოლო სიახლეები