უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ და შეიძლება დავიძახო "ამას რას უყურებთ"- გურამ ფალავანდიშვილი
კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება იწყება, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები და გურამ ფალავანდიშვილი არიან შეკრებილი და სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი კინოთეატრის შენობაში ძალადობრივად შეჭრას არ შეეცდებიან, თუმცა თუ პოლიცია წავა, დარბაზში შევლენ და ჩვენებას ჩაშლიან.



“გუშინ იყო გადაცდომები, ცუდია რაც მოხდა. კიდევ შეიძლება მოხდეს, ამიტომ, ჩვენ მომხრეებისთვის “ფეისბუქით” აღარ მოგვიწოდებია, რომ მოდით და შევიდეთ კონოთეატრში. ჩვენ ჯოხების გარეშე იქ ვერ შევალთ, ხელებაწეულად კი ეს არ გამოდის. თუ შევალთ, პროვოკატორები რას გააკეთებენ, არ ვიცით. ამიტომ, უბრალოდ მშვიდობიანად ვიდგებით. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას, ოღონდ, უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. ასევე, შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო: “ამას, რას უყურებთ, ხალხო!”- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
Print
ბოლო სიახლეები