ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა „ვერის პარკიდან“ კინოთეატრებისკენ პლაკატებით გადაინაცვლეს
"ჰომოსექსუალიზმი ცოდვა და პათოლოგიაა“; „ეს ფილმი ეროვნული ტრადიციებისა და სარწმუნოების შეურაცხყოფაა“, - ამ და სხვა შინაარსის პლაკეტებით ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა კინოთეატრთან „ვერის ბაღიდან“ ინაცვლებენ.

როგორც საპროტესტო აქციის ლიდერებმა განმარტეს, დღესაც მთავარი ლოკაცია კინოთეატრი „ამირანი“ იქნება.

ლევან ვასაძის გამოსვლის შემდეგ, „ვერის პარკში“ შეკრებილთა უმეტესობამ სწორედ კინოთეატრ „ამირანთან“ გადაინაცვლა.
Print
ბოლო სიახლეები