“ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება“–ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი
ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი პრემიერასთან და აგრესიული ჯგუფების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ინსტაგრამზე წერს:

„ძალიან ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, არც ერთმა კინოთეატრმა, არ გააუქმა და არ გადადო კინოჩვენება და ამით სოლიდარობა გამოხატა. როგორც იქნა, ქართულმა აუდიტორიამ ფილმი იხილა! ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან და ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ იმ მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან და არ მიუტოვებიათ ფილმის ყურება“,- წერს აკინი.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გუშინ რადიკალური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართა. ლევან ვასაძის ჯგუფი და ქართული მარში ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, თუმცა საბოლოოდ ვერ ჩაშალეს. კინოთეატრ ამირანთან და ბათუმის კინოთეატრ აპოლოსთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაკავებულია 28 ადამიანი. დაშავებულები არიან პოლიციელები.
Print
ბოლო სიახლეები