"ეს რა მხეცობაა?! ვისაც რას უნდა, იმას უყუროს"-ქეთი დოლიძე
კინორეჟისორი ქეთი დოლიძე კინოთეატრებთან მიმდინარე აქციებს  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს რა მხეცობაა?! რა მხეცობა?!
ვისაც რას უნდა, იმას უყუროს!
რა უფლება გაქვთ ასეთი ძალადობის?!
ეს ყველაფრის დისკრედიტაციაა, ქვეყნის, ეკლესიის, რწმენის!
დაოკდით და თქვენს ოჯახებს მიხედეთ!
რა სიბნელეა!!! შეწყვიტეთ!!!!“, - წერს დოლიძე.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ამ დროისთვის ექვსივე კინოთეატრში მიმდინარეობს.  დაძაბული ვითარება კინოთეატრ „ამირანთან“ იყო. პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. დაშავდნენ მოქალაქეები, რომლებიც ფილმის სანახავად იყვნენ მისულები. ერთ-ერთ მათგანს, სამოქალაქო აქტივისტს, ანა სუბელიანს სახეში სავარაუდოდ, ქვა ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.



Print
ბოლო სიახლეები