“თვითონ არიან ჰომოსექსუალები, მაგრამ არ უნდათ, მათ მიმართ ვინმეს ეს ეჭვი გაუჩნდეს“–გია ნოდია
ქართული მარშის და ლევან ვასაძის დაჯგუფების აქციას კინოთეატრთან, სადაც ფილმის  “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა მიმდიანარეობს, ექსპერტი გია ნოდია ფეისბუქ სტატუსში აფასებ:

“ვიყოთ ცოტა ანალიტიკურები.

რა ამოძრავებთ ადამიანებს, ვინც ფილმის ჩვენების საპროტესტოდ მიდის? ვარიანტები:

იდეური რელიგიური კონსერვატორები არიან და გაულწრფელად ებრძვიან სოდომური ცოდვის პროპაგანდას.

რუსეთი ფულს უხდის.

გახარია ფულს უხდის.

თვითონ არიან ჰომოსექსუალები, მაგრამ არ უნდათ, მათ მიმართ ვინმეს ეს ეჭვი გაუჩნდეს.

სამაგიეროს უხდიან „პეროიანებს“, ვინც მათ ზემოდან უყურებს და გოიმებად თვლის.

ვიცი, შეიძლება ყველა ეს ფაქტორი მოქმედებდეს სხვადასხვა ადამიანისთვის, მაგრამ მთავარი მაინც რომელია? თუ გამომრჩა და კიდევ სხვა მიზეზია?

("ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლები" იყვნენ და ასეთი ჩაღრმავებული მიზეზებიც არ გვინდა)“ – წერს ნოდია.
Print
ბოლო სიახლეები