სოფო კილაძის ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს - დეპუტატი მასზე ძალადობას ადასტურებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავად კილაძემ “კურიერს“ დაუდასტურა. კილაძის თქმით, ყოფილმა მეუღლემ მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, რის გამოც მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

კილაძე უატყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. 

“ ვადასტურებ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი და პარლამენტის წევრი, შეიძლება, აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ფიზიკურად ძალადობას არ ვადასტურებ. თუ შემაკავებელი ორდერი წაკითხული აქვს, ვინც ფიზიკურ ძალადობაზე ინფორმაციას ავრცელებს, ნახავდა, რომ იქ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი. მე ვუფრთხილდები ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების მდგომარეობას, ჯანმრთელობას, ასევე ჩემს არასრულწლოვან შვილსა და მის საუკეთესო ინტერესს “, - აცხადებს კილაძე

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ერთ-ერთი წევრზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა.
Print
ბოლო სიახლეები