"მოდის და აპირებს ხელში ჩაიგდოს ქონება, რომელიც 700 მილიონი დოლარი ღირს, ვერ მივართვი" - სააკაშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე (ვიდეო)
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარება მისი დაწყებულია.

„2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე. ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ზუსტ ასლს ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების „კარა კალასი“, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს.



კიდევ, ჩვენ გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კიდევ ორი წლის შემდეგ. ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები, იყო რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო არის გაგრძელება პარლამენტის კომპლექსის. 

რა თქმა უნდა, წყალტუბო იქნება, როგორც ვვარაუდობდი, უკვე დიდი ხნის დამთავრებული. 2013 წლის ბოლოს ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კურორტი, როგორც გავაკეთე ბათუმი. არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის, გეგმებიც გვაქვს და ზუსტად ვიცი, რა როგორ გავაკეთო. ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და უკვე ახლა ამზადებს ხალხს, რომლებიც გარანტიას მისცემენ, რომ მის ქონებას არ შეეხებიან. იმიტომ არის ეს ვითომ პარტიული ინიციატივები, რომ თურმე ხალხი უნდა გაძარცვოს და თურმე ეს უნდა შერჩეს. ვერ მივართვით. საქართველო და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სიმდიდრეს, გაამრავლებს და ქართველები აღარ წავლენ საქართველოდან. მათ ექნებათ შემოსავლის წყარო, დასაქმების წყარო და მომავალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




Print
ბოლო სიახლეები