რუსთავი2–ის შენობა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დააყადაღა
რუსთავი2–ის 60%– იან წილთან ერთად რუსთავი 2–ის შენობაც დაყადაღებულია. როგორც ირკვევა, შენობას ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ოქტომბრის  განჩინებით დაედო. ყადაღის მომთხოვნის ვინაობა რეესტრში არ ჩანს, თუმცა რუსთავი2–ის ყოფილი დირეტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ არხის შენობას ყადაღა ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის მოთხოვნით დაედო:

“რ2-ის ქონება დააყადაღა EBU-მ (ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ).

წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. Nina Nakashidze Tamta Muradashvili აგერ, ვის ებარა ეს საკითხი. 

დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი - EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ.“ –წერს გვარამია.
Print
ბოლო სიახლეები