"მტკვარზე ჩავუყვანივარო, იარაღი მიუდია და უთქვამს"- რას ჰყვება ხაშურში მოკლული ქალის და
ხაშურში მეუღლის მიერ მოკლული ცოლის და მომხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებს ჰყვება. ირმა გოგალაძე ჰყვება, რომ ბრალდებულს შვილებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მეტიც შვილებს მამასთან კონტაქტი აღარ უნდოდათ. ამასთან, მისივე თქმით, დის მკვლელობის მცდელობა გარდაცვლილის მეუღლეს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა. 

,,რაც დედამისი ჩამოვიდა ევროპიდან და ბავშვები წამოვიყვანეთ, აღარ უნდოდათ მაგასთან მიბრუნება, მაგან გააღიზიანა ალბათ, განსაკუთრებით მარიამს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენის ნაირი გაიზრდებიო და მიშომ რამდენიმეჯერ შეუსწრო, რომ ცემდა დედამისს მამამისი. თავისთავად ბავშვებმა დედისკენ გამოიწიეს მერე მივხვდით უკვე, რომ ბავშვებსაც აძულებდა დედას. უნდოდა, რომ თვითონ წაეყვანა.

არც ძალადობაზე იხევდა უკან. ზოგადად ეჭვიანი იყო, ღამე ავუყენებივარო და მტკვარზე ჩავუყვანივარო ერთხელ და იარაღი ჰქონდა წამოღებულიო და ასე მითხრაო შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და შენ თუ ასე არ მოიქცევი ეს წყალი აატივტივებს შენ გვამსო. ერთხელ ნასვამი იყო ირაკლი და შელაპარაკებულან და ტოლჩა ჩაარტყა თავში და ნაკერებიც ჰქონდა, მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც ჰქონდა მგონი და მას შემდეგ დაინგრა უკვე მაგათი ოჯახი. მანქანა მოითხოვა მანქანა მიყიდეო ნათიას უხრა და უარი მიიღო მანქანის ყიდვაზე, მერე ბავშვებთან კონტაქტი შეუწყვიტა,”-ამბობს გარდაცვლილის და “კურიერთან” საუბრისას.

მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მძიმე ტრამვების გამო ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
დაკავებულის დაკითხვა გორის პოლიციაში მიმდინარეობდა. პროცედურის შესაბამისად, მას გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print
ბოლო სიახლეები