Hilux-ის პრეზენტაცია
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა"-მ Hilux-ის ახალი თაობის მოდელის პრეზენტაცია და ტესტ დრაივი გამართა. ღონისძიება ლისი ლაუნჯში, 24 ოქტომბერს გაიმართა.

Hilux-ის ახალი თაობის მოდელის პრეზენტაციას, ასორმოცდაათამდე კომპანიის, სახელმწიფოს, დიპლომატური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ ახალი თაობის Hilux-ის "ტესტ დრაივით" და ახალი მოდელი წინა მოდელისთვის შეედარებინათ.

Toyota Hilux-ი მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია.

"ტოიოტამ" პიკაპი Hilux პირველად 1968 წელს გამოუშვა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 180-ზე მეტ ქვეყანაში 16 მილიონზე მეტი Toyota Hilux-ია გაყიდული
Print
ბოლო სიახლეები