შოტლანდიამ საქართველო 36-9 დაამარცხა (ფოტოები)
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო მატჩის მარიფიფდზე, სადაც ბორჯღალოსნებს შოტლანდიამ უმასპინძლა და 36-9 გაიმარჯვა. მასპინძლებმა 6 ლელოს დადება მოახერხეს და საქართველოს ნაკრები მეოთხედ დაამარცხეს.

პირველ ტაიმში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც შოტლანდიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და ალი პრაისმა ბურთი საქართველოს ჩათვლის მოედანზე დაამიწა – 5-0.

ლელოს მიღებიდან ძალიან მალე ქართველებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს: მე-19 წუთზე თედო აბჟანდაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან შეძლო გატანა და ანგარიში 5-3 გახდა, თუმცა, შოტლანდიელებმა უპირატესობის გაზრდა ამ მომენტიდან სამ წუთში მოახერხეს, როდესაც კინგჰორნმა მეორე ლელოს დადება შეძლო და ანგარიში 10-3 გახადა.



მიუხედავად ამისა, 26-ე და 29-ე წუთებზე აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა ამჯერად ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა – 10-9.პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორეში კი, მატჩის 49-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს და ანგარიში 17-9 გახდა.69-ე და 71-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაალელოვეს საქართველოს ნაკრები და ანგარიში 29-9 გახადეს, 77-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში, შოტლანდიელებმა მატჩი 36:9 მოიგეს

მსოფლიო თასი 20 სექტემბერს იწყება, ხოლო საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 23 სექტემბერს უელსს დაუპირისპირდება.


Print
მსგავსი სიახლე
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, „აია არენაზე“
ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და  ანგარიშით 78:6
დაამარცხეს. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ლელოს დადება შეძლო და დიდი
უპირატესობით გაიმარჯვა.  

საქართველოს რაგბის ნაკრები მომდევნო მატჩს 7 მარტს სტუმრად
პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი
დაამარცხა ანგარიშით 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო –
23:10.

ფოტო: Georgian Rugby
17:00 / 22.02.2020
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, „აია არენაზე“ ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და  ანგარიშით 78:6 დაამარცხეს. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ლელოს დადება შეძლო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.  

საქართველოს რაგბის ნაკრები მომდევნო მატჩს 7 მარტს სტუმრად პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ანგარიშით 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო – 23:10.

ფოტო: Georgian Rugby
ბოლო სიახლეები